weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი მარტივდება

13:06 პარასკევი, 29 იანვარი 2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 21 თებერვლიდან, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი მარტივდება.

ამის შესახებ ნათია თურანავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე მოქმედებს ქვეყანაში შემოსვლის იმდაგვარი წესი, რომ ისინი შემოდიან ან ნეგატიური PCR ტესტით და ამ შემთხვევაში 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი წარდგენილი, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ.

1 თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალქეებისთვის ხდება წესების გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება - შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით ან ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და ამ შემთხვევაში თავისუფალი არიან თვითიზოლაციიდან. იმ საქართველოს მოქალქეებისთვის, ვისაც შემოსვლისას არ ექნება ნეგატიური PCR ტესტი, 12-დღიანი თვითზიოლაცია წესდება და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოვიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]