weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რესტორნების მხრიდან წესების დაუმორჩილებლობას მოჰყვება მკაცრი რეაქცია – თურნავა

12:05 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

„მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს. მათი ხმა არის მოსმენილი, გაგონილი და ჩვენ ვმუშაობთ“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 6 თებერვალს, შეზღუდვების მიუხედავად, რესტორნები გაიხსნება.

მინისტრის თქმით, კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

„გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია.

განვიხილავთ თუ როდის შეიძლება აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე. ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა გუშინ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შაბათს რესტორნები გაიხსნება. ქოქიაშვილის თქმით, „სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა“.

„რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“, – განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათს, რესტორნებმა, პროტესტის ნიშნად, ერთი დღით გატანის სერვისი შეაჩერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]