weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სესხის სუბსიდირება სპორტის ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება – გახარია

12:39 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, გარდა რესტორნებისა, სპორტის ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება.

ამასთან, როგოც გიორგი გახარიამ თქვა, შემსუბუქდება მოთხოვნები, რომ სუბსიდირების პროგრამით სარგებლობა ყველა რესტორანმა შეძლოს.

„დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელმაც ასეთ შეღავათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა აჩვენა. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის  80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა.

დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.

გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება – სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს. გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და  ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]