weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბიზნესმენებმა პრემიერთან შეხვედრაზე კომენდანტის საათის ხანგრძლივობის შემცირება განიხილეს

17:32 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება იყო.

„იყო საუბარი, რომ კომენდანტის საათი გადაწეულიყო ერთი, ან ორი საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დავაკვირდებით, მაქსიმუმ ერთი-ორი კვირის მანძილზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამის გარდა, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა დარჩენილი ბიზნესი, როგორიც არის ბავშვთა გასართობი, ფიტნესები, რესტორნები, რაც შეიძლება მალე გაიხსნას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ჟრნალისტებთან „აიჯი დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, მინდია საბანაძემ.

შეხვედრის მონაწილეთა ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის 21 საათამდე მუშაობა პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 7 საათზე იკეტება და ორი საათი გადაადგილებისთვის საკმარისი არ იქნება. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ ინფექცია გადავსებულ ტრანსპორტში გავრცელდეს.

„ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღე დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ​ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მიიღეს დაპირება, რომ მთავრობა ბიზნესებს ყოველთვიურ რეჟიმში შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]