weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კირნათის მცხოვრებლები ჰესის ინვესტორი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ

15:04 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021
აჭარია ტელევიზიის ფოტო აჭარია ტელევიზიის ფოტო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მცხოვრებლებმა „კირნათი ჰესთან“ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ჰესის აშენების შედეგად დაეტბორათ საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა, ამის სანაცვლოდ კომპენსაცია არ მიუღიათ.

აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. როგორც მან განაცხადა, ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად ვადას 15 თებერვლამდე აძლევენ.

„მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია. მერამდენე წელია, ისინი შედეგს ელოდებიან. მოსახლეობა არ წავიდა ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ, რადგან ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი ენერგორესურსები. ამ ხალხმა დათმო თავისი მამა-პაპისეული მიწები და რა მიიღეს? შეურაცხყოფა, დაცინვა და აბუჩად აგდება. ინვესტორმა სანახევროდ გადაუხადა კომპენსაცია. რა უფლებით აკეთებს ამას? ეს ვინმემ ხომ უნდა გააკონტროლოს?! ამ ხალხის შემოსავლის წყარო იყო მიწა. მიწა დაიტბორა, რითი იარსებონ?“, – განაცხადა კაბურიძემ.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„სად წავიდა ელოშვილი, კალაძე, რიჟვაძე, რომლებიც ჰესების მშენებლობას კურირებდნენ? რატომ არ იცავენ ამ ხალხს? აქ ახალს არავინ არაფერს ითხოვს. მშვენივრად იციან ყველაფერი“, – აღნიშნა ბაკურიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერს ვარდმანიძის განცხადებით, კომპენსაციის გაცემის მეორე ეტაპის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

კირნათის მცხოვრებლები აქციებს პერიოდულად მართავენ.

მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი თურქულმა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-მა ააშენა და 2018 წლიდან ექსპლუატაციაშია. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 51.3 მგვტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]