weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, თუმცა მათი პირველი მტერი პანდემიაა – თურნავა

12:28 შაბათი, 13 თებერვალი 2021

„ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის, რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს ყველაფრის ლიბერალიზაციის პოლიტიკის უკან გამოთხოვა და შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მთავრობა აკონტროლებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მეტ-ნაკლები სტაბილიზაციაა, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს.

„კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. მათ უნდათ მეტი, არა მარტო ღია სივრცეები, დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის, ასევე, საათების შეზღუდვის მოხსნა, რაც გასაგებია ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია“, – განაცხადა თურნავამ.

ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ის რესტორნები შეძლებენ მუშაობის განახლებას, რომელთაც გარე სივრცეებში სტუმრების მიღების საშუალება აქვთ.

შაბათ-კვირას ყველა რესტორნის მუშაობა შეჩერდება.

ამასთან, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი და 21:00 საათის შემდეგ ღია სივრცეში გადაადგილება/ყოფნა კვლავ აკრძალული იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]