weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში 3 თვით ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

11:10 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

დღეიდან, 15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდეა. სამუშაო დრო მოიცავს კვირაში 5-6 დღეს და დღეში 8-10 საათს. მინიმალური ხელფასია 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლო გადასახადი. კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან, თუმცა მათ ფარავს თავად დასაქმებული.

სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-პორტალის საშუალებით: http://workabroad.moh.gov.ge/   

სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში ჩასვლა ერთჯერადად შეეძლებათ.

 

ამ თემაზე:

გერმანიაში 3 თვით ლეგალურად დასაქმებას შეძლებთ - ანაზღაურება საათში 9.50 ევროა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]