weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეიძლება განვიხილოთ ზამთრის კურორტებზე მხოლოდ სასტუმროების გახსნის საკითხი - თურნავა

14:00 შაბათი, 20 თებერვალი 2021

„ზამთრის კურორტების საკითხი ყველაზე მტკივნეულია, რადგან აქ ბუნებრივი დედლაინებიც არსებობს. ჩვენ შეიძლება კვლავაც მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის საკითხი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთ-ერთი, რასაც დავაყენებთ განსახილველად, ალბათ, ჩვენს კოლეგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა, დარჩენილი ერთი თვე მაინც გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენაა.

„რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა ალბათ ერთ-ერთი შემდეგი იქნება. ასევე, მივედით კარგ მოდელამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ სასტუმროებში საკონფერენციო სივრცეები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ფიტნესები, კერძო ბაღები - კვლავაც დახურული რჩება და ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ. ვფიქრობ, რომ მარტის თვეში ძალიან ფრთხილად უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე. ეს არის ეკონომიკის მინისტრის მოსაზრება პრიორიტეტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ასპექტი“, – აღნიშნა თურნავამ.

ზამთრის კურორტები 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩაკეტილია – მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აკრძალულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, ხოლო სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

ამ თემაზე:

ტურიზმის ბიზნესი სვანეთში გაკოტრების ზღვარზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]