პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შეღავათით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათასი მფლობელი ისარგებლებს.
„მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში აღნიშნულ სფეროს დაეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლს, რაც ბოლო წლებში იყო“, – თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა და პირველ მარტს იწურებოდა.