weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მარტის ბოლოდან Wizz Air-ი ქუთაისიდან 20 მიმართულებით იფრენს – თურნავა

14:24 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) მარტის ბოლოდან, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს აღადგენს.

„ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუ დაბი“, რომელიც ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით“, – განაცხადა თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანიაც: „მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება ავიაკომპანია „ბუტა ერვეისი“, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ასევე, იფრენენ „ეარასტანა“ და ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]