weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია - ეკონომიკის მინისტრი

14:43 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

„იმთავითვე მინდა ვთქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობაში შეკითხვები ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით. მზად ვართ ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საქმეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს კერძოდ ნამახვანჰესს, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან, მე და ჩემმა კოლეგამ ლევან დავითაშვილმა, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან დაკავშირებით და კერძოდ, ნამახვანჰესის პროექტთან მიმართებაში. ყველა შეხვედრაზე საუბრის საგანი ორი მნიშვნელოვანი რამ იქნება. ერთი ეს არის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. აქ მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ. საქართველოში ყველა არსებული ელექტროსადგური რომ შევკრიბოთ, ეს არის დაახლოებით 4500 მეგავატის დადგმული სიმძლავრე. აქედან 70 %, ანუ 3100 მეგავატზე მეტი არის აშენებული საბჭოთა პერიოდში. ეს არის უკვე მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებული სადგურები. 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ განვაახლოთ ეს სიმძლავრეები და არ ვიყოთ დამოკიდებული მომავალში მზარდი მოთხოვნის და მზარდი ეკონომიკის პირობებში სამეზობლოზე, მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში.

ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში და ხმარდებოდეს ჩვენ საკუთარ ჰიდროსადგურებს და აქ დასაქმებულ ადამიანებს, არ გადიოდეს ქვეყნიდან და არ ხმარდებოდეს გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი მთავარი ნარატივი“, - აღნიშნა მინისტრმა.  

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს და ასევე, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სოფელ ნამოხვანში ჩასვლა დაავლა. ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს მინისტრებმაც უპასუხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]