weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელი მიმართულებებით განაახლებს ფრენას Wizz Air-ი? – ავიაციის სააგენტოს განმარტება

16:02 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარტის ბოლოდან, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს აღადგენს და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20 მიმართულებით იფრენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავიაკომპანიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ გაავრცელებენ, რაც ყველა პროცედურა დასრულდება.

„ავიაკომპანიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება განრიგების შემოტანის სრული პროცესი და ჩვენს მიერ გაიცემა ნებართვები გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას და აისახება ფრენის განრიგშიც. ზოგადად, სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც ნებართვა გაცემულია. შესაბამისად, ჩვენსა და ავიაკომპანიას შორის რა კონსულტაციები მიმდინარეობს, რა ეტაპზე ვართ და ა.შ. – ამაზე ინფორმაცია არ ქვეყნდება“, – უთხრეს „რეგინფოს“ სააგენტოში.

კითხვაზე – როდის დასრულდება კონსულტაციები, განაცხადეს: „ეს სამუშაო პროცესია. წინასწარ ვერ მოგახსენებთ. შესაძლოა, მიმდინარე დღეებში გახდეს ცნობილი, შესაძლოა მოგვიანებით“.

მთავრობამ კორონავირუსის გამო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის პირველი თებერვლიდან გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]