weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე შეფასებები დილეტანტურია – სამინისტრო

13:04 პარასკევი, 05 მარტი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ [EMC] მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს სპეკულატიურს უწოდებს.

სამინისტროს განცხადებით, EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.

„წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს.

პუბლიკაცია ზოგადი განცხადებების გარდა, ასევე მოიცავს კონკრეტული სამართლებრივი ასპექტების შეფასებას და ავტორთა მტკიცებით კრიტიკულად მიმოიხილავს ხელშეკრულების შინაარსს. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ავტორთა მიერ გაკეთებული ხსენებული განცხადებებისა, აღნიშნული პუბლიკაცია პრაქტიკულად არ შეიცავს სახელშეკრულებო მუხლებზე კონკრეტულ მითითებებს, რაც ბუნებრივია მკითხველთა უმრავლესობისათვის პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

უწყება EMC-ის საპასუხოდ 17-გვერიდიან დოკუმენტს აქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]