weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სამინისტრო მთავრობას ფქვილის სუბსიდირების კიდევ 3 თვით გახანგრძლივებას სთხოვს

17:35 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის კიდევ სამი თვით გაგრძელების თაობაზე მიმართავს. დღეს დავითაშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა.

მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - თქვა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 500 გრამი თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა, პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი 0.35 აშშ დოლარია.

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა და ვადა 31 მარტს ეწურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]