weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - თალაკვაძე

21:34 ორშაბათი, 29 მარტი 2021

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.

„მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი მევენახეობა და ღვინის წარმოებაა, ეს პროექტი - ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც კახეთში, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონების მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის საწარმო დაათვალიერა.

ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის საწარმო, სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს დაარსდა და 17 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა პირველად 2020 წელს მიიღო. საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]