weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

საუბარი გვქონდა ლარის კურსზე, პრემიერმა ძალიან დაგვამშვიდა – ფხაკაძე

17:07 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ლარის გაცვლითი კურსი იყო. ფახაკაძის თქმით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენები „ძალიან დაამშვიდა“.

„დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცაღა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებით დღეს, მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რა თქმა უნდა გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.46 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]