weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა

17:25 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით 3.46 თეთრით გაუფასურდა. დღვანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.4118 ლარი იყო.

რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება ხვალ 4.0426 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი 4.0044 ლარი იყო. 

ლარის გაუფასურება განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიზნესმენებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, ამ საკითხზე ცალკე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ეროვნული ბანკიც მიიღებს მონაწილეობას.

„ბიზნეს მხრიდან დაისვა საკითხი, რომ მათზე კურსის ცვალებადობა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს და ამაზე პასუხად იყო გაცემული, რომ მოხდება ბიზნესის წარმომადგენლების, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი შეხვედრა და მოხდება განხილვა“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]