weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა: ზეთი 36% გაძვირდა, შაქარი 13%-ით, პური 7.7%-ით

12:27 პარასკევი, 02 აპრილი 2021

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 36.1%-იანი მატება, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (51.4%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8%), ზეთი და ცხიმი (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 %-ით, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.3%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6%-ით, რაც 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3%) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8%) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7%ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13%), თევზეული (12.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), პური და პურპროდუქტები (7.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6%-იანი მატება, რაც 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (7.8%) და წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6%-ით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8%, რაც 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.8%);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12%-იანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.2%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]