weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საკითხს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდეს, უბრალოდ არ განვიხილავთ – თურნავა

10:10 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, საკითხს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდეს, მთავრობა უბრალოდ არ განიხილავს.

მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პროექტი არ გადადებულა და ის განხორციელდება.

„რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება მაშინ, როდესაც ყველა დარწმუნდება იმაში, რომ ის უსაფრთხოა. ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა ეს დასკვნები, გავახსნევინეთ და ყველა ექსპერტს, ვინც არის დაინტერესებული, შეუძლია თავისი თვალით იხილოს და გადაამოწმოს.

თუ დადგა მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადაა დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები 160 დღეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მისი მხარდამჭერების მოთხოვნებია: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა.

3 აპრილს, ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ სოფელ ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დახმარებით, აქტივისტების პროტესტის ფონზე განაახლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]