weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი მიზანია, 2021 წლიდან პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა – მინისტრი

13:42 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და „რთველი 2021“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

„ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. ხარისხიანი, კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე. მაღალი ხარისხი, საშუალებას მოგვცემს ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს სათანადო ადგილი საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა“, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამაც განაცხადა, რომ „რთველი 2021“-ის ფარგლებში გამკაცრდება ყურძნის ხარისხის კონტროლი, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

„ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება დაცული ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე“, – განაცხადა მეხუზლამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლით, 2030 წლისთვის საქართველოდან 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტიუნდა განხორციელდეს და მიზნობრივ ბაზრებზე ქართული ღვინო ნიშურიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებულ კატეგორიაში უნდა გადავიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]