„თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31%-ით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის“, – განაცხადა თურნავამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარტში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მარტში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 767.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 441.6 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ თანახმად, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.