weather cur horoscope tv
მაისი 09, 2021

აფხაზეთში ინტენსიური ე.წ. მაინინგის გამო ელექტროენერგიის დეფიციტი გაჩნდა – სუს

12:07 სამშაბათი, 20 აპრილი 2021 hits 99

საქართველოს სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ანგარიშში ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ გასულ წელს აფხაზეთში მწვავე ენერგოკრიზისი შეიქმნა.

„კრიპტოვალუტის მასშტაბური მოპოვების შედეგად, გაჩნდა ელექტროენერგიის დეფიციტი. ინტენსიურმა ე.წ. მაინინგმა მოძველებული ელექტროქსელები კიდევ უფრო გადატვირთა და ხშირი ავარიების ფონზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტი პერიოდულად ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშიში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ოკუპირებულ რეგიონებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მკვეთრად გაუარესდა ე.წ. ეკონომიკური მდგომარეობა, რამაც თავის მხრივ, ნაღდი ფულის დეფიციტი გამოიწვია და შექმნა პრობლემები ყველა სფეროში, მათ შორის „ხელფასებისა“ და „პენსიების“ გაცემის მიმართულებით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დეფიციტური გახდა საკვები და სამედიცინო პროდუქცია.

„მაღალი იყო ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 4.5 მილიარდი რუსული რუბლი (63 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის, დაახლოებით, 50%-ია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში რუსული დახმარება 6.2 მილიარდ რუსულ რუბლს (86 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა და ე.წ. ბიუჯეტის 82% შეავსო“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების ცნობით, გამოყოფილი ფინანსური დახმარება რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]