weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ინდოელი მეწარმეები გალის პოტენციალით დაინტერესდნენ – ე.წ. ადმინიტრაცია

15:52 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია სოჭში ინდოელი მეწარმეების ჯგუფს შეხვდა. ე.წ. ადმინისტაციის ინფორმაციით, ფილიამ მათ რაიონის აგრარულ პოტენციალზე და წარმოების იმ მიმართულებების განვითარებაზე ესაუბრა, რომელიც შესაძლოა რენტაბელური იყოს და მოკლე დროში მოიტანოს მოგება.

„სტუმრებმა სასიამოვნოდ გააოცეს გალის რაიონის ხელმძღვანელობა რაიონის პოტენციალის შესახებ ინფორმირებულობით. რაიონის ჯერ კიდევ სუსტად განვითარებული სანაპირო ზონის შესაძლებლობები, ასევე სხვა ტერიტორიები, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ სხვადასხვა საწარმოების მშენებლობისთვის, გალის რაიონს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის“, – იუწყება ოკუპირებული რაიონის „ადმინისტრაცია“.

მათივე ცნობით, ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში უფრო მეტად საგნობრივი მოლაპარაკებები გალში გამართონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]