„სტუმრებმა სასიამოვნოდ გააოცეს გალის რაიონის ხელმძღვანელობა რაიონის პოტენციალის შესახებ ინფორმირებულობით. რაიონის ჯერ კიდევ სუსტად განვითარებული სანაპირო ზონის შესაძლებლობები, ასევე სხვა ტერიტორიები, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ სხვადასხვა საწარმოების მშენებლობისთვის, გალის რაიონს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის“, – იუწყება ოკუპირებული რაიონის „ადმინისტრაცია“.
მათივე ცნობით, ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში უფრო მეტად საგნობრივი მოლაპარაკებები გალში გამართონ.