weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთი წიწიბურას ექსპორტზე 3-თვიან აკრძალვას აწესებს

15:11 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

რუსეთის მთავრობამ წიწიბურას ექსპორტი დროებით – 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე აკრძალა. შესაბამისი დადგენილება 30 აპრილს გამოიცა, სადაც ნათქვამია, რომ აკრძალვა არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურას მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მით უმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას მარცვლეულსა და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გამოცემა „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, წიწიბურას ექსპორტის დროებით შეზღუდვის ინიციატივით გასულ კვირაში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა, რის მიზეზადაც რუსულ ბაზარზე პროდუქციის აუცილებელი მოცულობის შენარჩუნება და ფასების მკვეთრი ცვლილების თავიდან აცილება დასახელდა. ამავე გამოცემის თანახმად, რუსეთში წიწიბურა წლის დასაწყისიდან ძვირდება, ფასის განუწვეტელი მატება კი მარტის შუა რიცხვებიდან შეიმჩნევა. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის დათვლით, 19 აპრილისთვის წიწიბურას ფასი წლის დასაწყისთან შედარებით 3.8%-ით, ხოლო წინა წლის იმავე პარიოდთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და ერთი კილოგრამის ფასმა 96 რუბლი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]