weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

17:57 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი დღეს თელავში გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის განცხადებით, რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა.

„2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს. ბოლო წლებში ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტი კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვით დაინტერესებას ზრდის. წელს, მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემაარ შეექმნებათ“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

რთველი 2017 საკოორდინაციო შტაბის წევრები არიან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ხელისუფლების წარმომადგენლები.

შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“  მთავრობის განკარგულებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს და 10 ღვინის კომპანია უკვე დარეგისტრირდა რთველის საკოორდინაციო შტაბში.

ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი  - 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: www.georgianwine.gov.geდა www.rtveli2017.gov.ge

დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის რეგიონის სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ და რთველთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ რთველი, გასული წლების მსგავსად, წელსაც ორგანიზებულად და წარმატებით ჩაივლის და არცერთ მევენახეს არ შეექმნება ყურძნის რეალიზაციის პრობლემა.

2016 წელს ექსპორტირებული იყო 49,84 მლნ ბოთლი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 38% შეადგინა; 2017 წლის იანვარ-ივლისში -  38,3 მლნ ბოთლი, რაც 60%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე (2012 წელს – 23 მლნ, 2013 წელს - 46,8 მლნ, 2014 წელს -  60 მლნ, 2015 წელს - 36 მლნ).

სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს23 ახალი საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია  48 საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]