ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 65 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა – გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა 7%-ია.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულიში არიან:
- რუსეთი – 17 197 084 ბოთლი (ზრდა 16%)
- უკრაინა – 3 342 951 ბოთლი (ზრდა 9%)
- პოლონეთი – 1 841 192 ბოთლი (ზრდა 2%)
- ჩინეთი – 1 559 533 ბოთლი (ზრდა 19%)
- ყაზახეთი – 1 027 114 ბოთლი(ზრდა 56%)
„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 2% (1 841 192 ბოთლი), ჩინეთი - 19% (1 559 533 ბოთლი), ლიეტუვა - 71% (356 748 ბოთლი), აშშ - 2% (325 468 ბოთლი), ესტონეთი - 3% (228 592 ბოთლი), გერმანია - 1% (229 527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 6% (157 932 ბოთლი).
ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 9% (334 2951 ბოთლი), კანადა - 56% (96 090 ბოთლი), ყაზახეთი - 56% (1 027 114 ბოთლი), ისრაელი - 87% (181 820 ბოთლი), აზერბაიჯანი - 113% (112 025 ბოთლი), მონღოლეთი - 477% (192 480 ბოთლი), ჩეხეთი - 734% (44 556 ბოთლი), თურქეთი - 219% (45 930 ბოთლი), შვედეთი - 35% (31 544 ბოთლი) და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი და 195 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 12%-ით და 19 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 500 ათას აშშ დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი, 25%-ია“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.