weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსთა მინისტრმა ლარის გამყარების მიზეზები განმარტა

15:40 პარასკევი, 21 მაისი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა პანდემიის განვითარებასთან, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან და ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით, რამაც ლარის კურსის გამყარება გამოიწვია.  

გუშინ ლარი დოლართან მიმართებაში 2.3 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3537 ლარი გახდა.

„ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია მოლოდინებთან, რა მოლოდინებიც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებით. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ყველა მიმართულებით, ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან, ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილისა და მაისის თვეში სახეზე გვაქვს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

მაისის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4503 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]