weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

5–დან 15 ათას ლარიანი გრანტების მისაღებად ბიზნესგეგმების რეგისტრაცია გაგრძელდა

14:01 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმ განმცხადებლების დასაფინანსებლად, რომლებიც ბიზნესიდეების კონკურსის შედეგად მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდნენ, მაგრამ მაღალი ქულები მიიღეს, მთავრობამ დამატებით 5 მილიონი ლარი გამოყო. შესაბამისად, ბიზნესგეგმების რეგისტრაცია თავიდან გამოცხადდა და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც „რეგინფოს“ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ბიზნესგეგმის რეგისტრაცია იმ განმცხადებლებს შეუძლიათ, რომლებმაც წელს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს, მათ მიერ წარდგენილმა ბიზნესიიდეებმა მაღალი შეფასება მიიღო, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ბიზნესგეგმის რეგისტრაციის ეტაპზე გადასულიყვნენ.

„იმ განმცხადებლებს, რომლებსაც ბიზნესგეგმის რეგისტრაცია შეუძლიათ 6 სექტემბრამდე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები თავად დაუკავშირდებიან“, – განაცხადეს სააგენტოში.

პროგრამას რეგიონებში შემდეგი ორგანიზაციები ახორციელებენ:

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – შპს. ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA. რეგიონული ოფისებიც განთავსებულია: ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. N2; ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. N14; ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N114; 16100 (ცხელი ხაზი)

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი. რეგიონული ოფისები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი, ი ჭავჭავაძის ქ. N87; ქ. გორი, სამეფოს ქ. N27; დუშეთი, კოსტავას N3; ტელ: 032 236-98-66; 222-45-32

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი – რეგიონალური განვითარების ასოციაცია. ოფისების მისამართებია: ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. N16; ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N48. ტელ 032 205 19 92.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები. ოფისების მისამართებია: ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. N9; ქ. ამბროლაური, თამარ მეფის N1. ტელ: 0431 25 55 74

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი. ამასთან, თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, რომელსაც 4 909 ბენეფიციარი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]