weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

„თბილისი ენერჯის“ აბონენტებს გაზის ტარიფი 8 თეთრით გაუძვირდებათ

17:09 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021
ფოტოზე - დავით ნარმანია ფოტოზე - დავით ნარმანია

შპს „თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7.834 თეთრით მეტს გადაიხდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიისთვის სამომხმარებლო ტარიფი 46.138 თეთრი/კუბ.მ-ს ნაცვლად 53.972 იქნება (დღგ-ს ჩათვლით).

ახალი ტარიფი ძალაში პირველი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება 18 თებერვალს დაიწყო, რისი საფუძველიც „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა გახდა. დღეს კომპანია 1 500 000 მოსახლეს ემსახურება.

კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ვალუტის კურსი გაუარესდა, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც მას აზარალებდა.

„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ საფუძვლით იყო მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი.

თუ ვალუტის კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნდება ამ ვადით.

როცა პარამეტრების არსებითი რღვევა ხდება და კომპანიები ზარალზე გადიან მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ მიმართონ მარეგულირებელ. კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, ასეთი გადახედვა არ მოგვიწევს, თუ ყველა სხვა პარამეტრი იქნება შენარჩუნებული. ვალუტის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, ნარმანიას თქმით, „სოკარ ენერჯი გაზი“ ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]