weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ქუთაისიდან ვენის, ბუდაპეშტისა და ვროცლავის მიმართულებით ფრენები ივნისში განახლდება

12:34 შაბათი, 29 მაისი 2021

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის, ბუდაპეშტისა და ვროცლავის მიმართულებით ფრენებს ივნისში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული პირდაპირი რეისი ბუდაპეშტიდან 19 ივნისს შესრულდება, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს.

„სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე ცნობით, 29 და 30 მაისს, ქუთაისიდან პოლონეთის ორი ქალაქის, გდანსკისა და კატოვიცეს მიმართულებით განახლდება ფრენები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციები და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული რეკომენდაციები მოქმედებს. ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვნისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტერმინალში არ დაიშვებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]