weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებს

13:38 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის 3.3 მილიონი აბონენტი სარგებლობდა.

2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი – 1.17 მილიონი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.08 მილიონი – „მაგთიკომს“, ხოლო 1.00 მილიონი მობილური ინტერნეტის აბონენტი – „ბილაინს“.

„მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას“, – აცხადებენ კოპმუნიკაციების კომისიაში.

უწყების მონაცემებით, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მილიონი შეადგინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 26%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]