weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

15 ივნისიდან ბათუმი-ერევანის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს

13:39 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ განაცხადა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. ერევანი-ბათუმი-თბილისის პირველი რეისი 15 ივნისს შესრულდება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ, ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავიზღვისპირა კურორტებს, დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც პირველ ივნისს საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადებმა მოიმატა.

„თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვარზე შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს, აქედანაც სტუმრები შემოდიან. სტუმრობენ აჭარას სტუმრობენ თბილისს სხვა რეგიონებს.

უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. მათ შეუძლიათ, როგორც საჰაერო საზღვრებით, ასევე ბორნით შავი ზღვის გავლით გვესტუმრონ.

აზერბაიჯანთან, როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და შემდეგ დაბრუნდებიან აზერბაიჯანში, მიღების წესების გამარტივებაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს და გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეზობლებს, ტურისტებს საქართველოში“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ „საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური და კომფორტული გახდეს“.

დღეს მოქმედი რეგულაციით, საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ ტესტირება. საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც ფარავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]