weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 1256 ლარი გახდა – საქსტატი

12:23 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 hits 415

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1256.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2159.8 (გაიზარდა 14.4%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1798.9 ლარი (გაიზარდა 0.2%-ით);
  • მშენებლობა – 1664.5 ლარი (შემცირდა 2.3%-ით);

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი.

„საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“, – აცხადებს საქსტატი.

2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1283.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5%-ით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2204.0 ლარი, გაიზარდა 14.7%-ით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1213.3 ლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]