weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის 85 კილომეტრიანი გზის პროექტირება დასრულდა

13:53 ორშაბათი, 21 ივნისი 2021

რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის ავტომაგისტრალის პროექტირება დასრულებულია. დაგეგმილია 85-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზის აშენება.

„დასრულდა თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტის პროექტირება. 85-კილომეტრიანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე კახეთის განვითარებისთვის. 85 კილომეტრიდან 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც არის ყველაზე გამომწვევი თავისი ინტენსივობით, შესაბამისი მოთხოვნებითა და საჭიროებებით, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს გათვალისწინებული იყო შესაბამისი ასიგნებებით“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 3 ლოტად იგეგმება, რისთვისაც ჯამში დაახლოებით 650 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნა იმდაგვარად დაყოფილიყო, როგორც საინჟინტრო-ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რომ პირველ ლოტზე ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი ლოტი 3.7 კილომეტრია. 74 მილიონი ლარი, ეს არის დახლოებით ის, რაც არის საორიენტაციო ბიუჯეტი მხოლოდ ამ ლოტისთვის. ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით და ბიუჯეტით ჯერ არ გამოგვიცხადებია.

ესეც მნიშვნელოვანია და მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ქართული კომპანიები მნიშვნელოვნად დაწინაურდებიან, შეიძენენ უფრო დიდ გამოცდილებას და კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას.

576 მილიონი არის მომდევნო ორი ლოტის ღირებულება. ამ ორ ლოტზე მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტიტების წესები იქნება გამოყენებული კონკურენციის უზრუნველყოფის თვალსაზირისით. ამ წესების მიხედვით, ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების კუთხით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტენდერების გამოცხადება მომდევნო კვირის ბოლომდე იგეგმება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მალე ექსპლუატაციაში შევა ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა (სოფელ ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით) და ასევე, აშენდება ბაკურციხე-წნორის ახალი გზა.

„უკვე გამოცხადებულია ბაკურცხიე-წნორის გზის პროექტის ტენდერი. 16.6-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობაზეა საუბარი. არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს ვერც პარამეტრალურ და ვერც საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნებს. ფაქტობრივად ორღობეში უწევთ სატვირთო მანქანებს მოძრაობა და ესეც გამოსწორდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]