„შეიძლება ეს კოვიდის გავლენასაც დავაბრალოთ, მე მთლად კოვიდის გავლენა არ მგონია. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკა, სადაც სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკვეთება კადრების სერიოზული დეფიციტი.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქვეყანაში უმუშევრობაზე და სინამდვილეში, უმუშევრობა ქვეყანაში, არ ვიცი, ბუნებრივია არსებობს, ბუნებრივია არსებობს გაჭირვება, ზღვარი, მაგრამ სოფლის მეურნეობა ქმნის სამუშაო ადგილებს – არცთუ იაფს.
სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა. ეს არის სამუშაო დღეში 50 ლარი, თუ არა 70 და 80, იგივე ატამზე, კახეთში და ასე შემდეგ.
სოფლის მეურნეობაში ძალიან მაღალია მოთხოვნა ჩვეულებრივ, რიგით მუშახელზე, არ არის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე საუბარი. ჩვეულებრივი მომენტია სოფლებში სამუშაო ძალაზე დეფიციტი. ახლა დავდივარ კახეთში ატამთან დაკავშირებით და კადრების დეფიციტია, სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ხანიშვილის თქმით, გაზრდილია მოთხოვნა აგრონომებზე, ვეტერინარეზე და ასევე, ტრაქტორისტებზე, ადამიანებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნიკას უნდა ამუშავებდნენ.