weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2021

I ან II შვილის შეძენისას იპოთეკურ სესხზე 6%-იანი თანადაფინანსება იქნება, მომდევნოზე 8%-იანი

18:19 სამშაბათი, 06 ივლისი 2021 hits 276

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათელა თურნავას განცხადებით, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა პროგრამა და ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებს.

„სპეციალური პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით. საუბარია იმაზე, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასწევს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე გაკეთდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით“, – აღნიშნა ნათელა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სესხის მიზნობრიობა ახალაშენებული ან მეორადი ბინის შეძენა უნდა იყოს, ხოლო ოდენობა 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე. პროგრამით ისარგებლებენ ოჯახები, რომლებიც მისი ამოქმედების შემდეგ მიიღებენ იპოთეკურ სესხს და ამავე დროისთვის ეყოლებათ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ან შემდგომში შეეძინებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]