weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გომარდული 4 სეზონის კურორტი იქნება – ზურაბ პატარაძე

12:12 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, შუახევის რაიონში კურორტ გომარდულის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და ხეობაში ბუნებრივი აირი ახლო მომავალში შევა.

„გომარდული 4 სეზონის კურორტი იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარს ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების  გამართვა. უკვე გამართულია წყალმომარაგების სისტემა და ელექტრომომარაგება. მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლო მომავალში ხეობაში ბუნებრივი აირი შემოვა, რაც დიდი კომფორტი იქნება აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

რეგიონის პირველი პირი საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდულის 4,4 კმ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია:  9,4 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა , 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა,  15,3 კმ. (5050 კუბ.მ.) ბეტონის საფარის მოწყობა და 22 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია.

სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული ბათუმ-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 250-მეტრიანი ბაგირგზა და სათხილამურო ტრასა აშენდა. გომარდულში რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, კოტეჯი და რესტორანი ფუნქციონირებს. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის საკურორტო დასასვენებელი ადგილი ღომას მთა. ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ღომის მთიდან ულამაზესი ხედები იშლება კარჩხალისა და მესხეთის ქედებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]