weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ისრაელი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს

15:44 პარასკევი, 23 ივლისი 2021

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში მოგზაურობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ნებადართული აღარ იქნება. ცოტა ხნის წინ ისრაელმა საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

როგორც საელჩო აცხადებს, ამ სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შეზღუდვები შემცირდება ან მოიხსნება.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. ბოლო სამი დღეა, დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2200-ს აჭარბებს. დღეს კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1363 შემთხვევაა თბილისშია. რეგიონებს შორის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში, იმერეთსა და კახეთშია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]