weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ერთ წელში ზეთი 48%-ით, ბოსტნეული 35.4%-ით, ხოლო შაქარი 18.1%-ით გაძვირდა – საქსტატი

19:28 სამშაბათი, 03 აგვისტო 2021

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა.

ინფლაციის წლიურ ჭრილში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი – 48.0%

ბოსტნეული და ბაღჩეული – 35.4%

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.1%

რძე, ყველი და კვერცხი – 15.4%

პური და პურპროდუქტები – 12.4%

თევზეული – 11.5%

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.4%

ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%

ყავა, ჩაი და კაკაო – 4.7%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%-ით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 33.2 %, სატრანსპორტო მომსახურებაზე –3.8% და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 1.7%.

ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე – 19.8%, საავადმყოფოების მომსახურებაზე – 5.3% და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე – 3.8%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]