weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

7 თვეში ექსპორტირებული 55 მილიონამდე ბოთლი ღვინიდან 33 მილიონი რუსეთში გავიდა

12:14 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი 125 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც“, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში შედიან რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:

  • პოლონეთი – 28% (3 268 131 ბოთლი ღვინო)
  • ჩინეთი – 7% (3 143 021)
  • ლიეტუვა – 51% (601 164)
  • აშშ – 26% (565 876)
  • გერმანია – 18% (439 042)
  • დიდი ბრიტანეთი – 85% (395 082)

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:

  • კანადა – 93% (189 562)
  • შვედეთი – 60% (66 772)
  • ჩეხეთი – 589% (95 406)
  • ყაზახეთი – 35% (2 150 440)
  • ისრაელი – 78% (299 067)
  • აზერბაიჯანი – 41% (133 391)
  • თურქეთი – 436% (77 226)
  • უკრაინა – 15% (6 409 699)
  • რუსეთი – 9% (33 094 833)
  • მონღოლეთი – 261% (266 250)

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე მონაცემებით, იანვარ-ივლისში ექსპორტირებულია 18.6 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 34.5 მილიონ დოლარს მიაღწია (ზრდა 6.4%). ექსპორტირებულია 421 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.1 მილიონ დოლარს აღწევს, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57% შეადგინა.

„ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 202.4 მილიონი აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]