weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

16:59 სამშაბათი, 10 აგვისტო 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, დანელია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ და სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობას უხელმძღვანელებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ოთარ დანელიას წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა, მანამდე –2016-2020 წლებში – ის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, უფრო ადრე –2014- 2016 წლებში – კი სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას დღემდე შვიდი მოადგილე ჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]