weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

არაზუსტი დარიცხვების გამო „თელმიკო“ და „თელასი“ ჯამში 125 000 ლარით დაჯარიმდნენ

15:20 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) და სს „თელასი“ დაჯარიმდნენ. მათ ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) კომპანიების წინააღმდეგ მოქალაქეებმა მიმართეს.

„საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ - 50 000 ლარით დაჯარიმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კომპანიებს განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ სემეკში.

სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს.

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა. თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას აწვდის „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად - „ეპ ჯორჯია მიწოდება“. ამასთან, სამომხმარებლო ტარიფი არ შეცვლილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]