weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სეტყვით დაზარალებული მევენახეები ჰექტარზე 3000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

23:04 შაბათი, 28 აგვისტო 2021

კახეთში, 26 აგვისტოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს, რომლებსაც ყურძენი სრულად გაუნადგურდათ და მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, მთავრობა ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3000 ლარს გადაუხდის.

„ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ.

სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ქარხნები 3 სექტემბრის ჩათვლით ჩაიბარებენ. დაზიანებულ 1 კგ რქაწითელში 80 თეთრს, 1 კგ საფერავში კი 1 ლარს გადაიხდიან.

ეს არის მაქსიმალური კომპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება.

ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს სპეკულირებას და მოსახლეობის გრძნობებით თამაშს. აცხადებენ, რომ რომ მოსახლეობა მიტოვებულია და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ აქვს, რაც აბსოლუტური სიცრუეა. პირველი დღიდან, რთველის საკორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.

სწორედ ჩვენი ხელიუფლების პირობებში ხდებოდა მევენახეობის დარგის უპრეცედენტო მხარდაჭერა, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის და ზოგადად, დარგის განვითარების, ასევე, კონკრეტულ შემთხვევების, მათ შორის კომპენსაციების კუთხით. 2012 წელს, ჩვენ გვახსოვს მასშტაბური კომპენსაციები, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დაზარალებული მევენახეების კომპენსაცია განახორციელა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს.

რაც შეეხება სეტყვით დაზიანებულ ხილის ბაღებს, სადაც მომავალ წლებში ფერმერები მოსავალს ვეღარ მიიღებენ, მინისტრის თქმით, პროგრამის „დანერგე  მომავალი“ ფარგლებში გაიცემა სრული თანადაფინანსება ნერგებისა და სარწყავი სისტემის შესაძენად.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში 4600 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.

27  აგვისტოს 16:00 საათის  მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1 700-ზე მეტი შეტყობინება. დაზიანებული ფართობი 1200 ჰექტარზე მეტს შეადგენს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]