weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კახეთში დაახლოებით 5000 ჰექტარი დაისეტყვა, დაზღვეული იყო 1200 ჰექტრამდე ვენახები – მინისტრი

14:11 ორშაბათი, 30 აგვისტო 2021

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს კახეთში, კერძოდ, გურჯაანის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 5000 ჰექტარი დაისეტყვა. დავითაშვილის თქმით, ძირითადად ვენახებია დაზიანებული. მევენახეებს ჯამში 1200 ჰექტრამდე ფართობი ჰქონდათ დაზღვეული.

„არის სოფლები, სადაც დაზიანება არის 100 პროცენტამდე, თუმცა არის რაიონები, სადაც 30-დან 50 პროცენტამდე ზარალს ველოდებით. მივმართავ მოსახლეობას, მომავალ წლებში აუცილებლად გამოყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობთ. აგროდაზღვევის პროგრამაში სადაზღვეო პრემიის, ანუ შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ფერმერებთან და ყველა აღიარებდა, რომ სამწუხაროდ, წელს არ გამოიყენეს დაზღვავა. დაზიანებული ფართობიდან 1200 ჰექტრამდე დაზღვეულია და დაზღვეული მევენახეები მიიღებენ სრულ ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ გვესმის, რომ ესეც არის მაგალითი იმისა, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო სამეურნეო საქმიანობისას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 პროცენტით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2.2 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი, რომელიც ღვინის საწარმოებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მილიონ ლარს აღწევს.

კახეთის რეგიონში, ვენახები, ჯამურად 35 ათასამდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]