weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას 10 თეთრით დაასუბსიდირებს

12:42 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული (დაბალხარისხიანი) ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან“, – აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში. 

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გორში მოქმედებს.

არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას სახელმწიფო გასულ წლებშიც 10 თეთრით ასუბსიდირებდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს 11.1 მლნ ლარის ღირებულების 49 978 ტონა არასტანდარტული ვაშლი 13 კომპანიამ ჩაიბარა. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სულ 5.0 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]