weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება

13:07 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში – შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, რაც მოიცავს საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას, სააგენტო უფასოდ განახორციელებს.

„მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე დაირეგისტრირებენ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემურ რეგისტრაციას იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით საგარეჯოს, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]