weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 თვეში საქართველოდან 65 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, ექსპორტი 19%-ით გაიზარდა

15:32 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

2021 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 65 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიღებული შემოსავალი 145 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში სხვადასხვა მოცულობის ღვინო 368-მა კომპანიამ გაიტანა. გასულ წელთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 19%-ით არის გაზრდილი.

საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში კვლავ რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი არიან.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (3 638 057 ბოთლი), ჩინეთი – 9% (3 373 517), ლატვია – 4% (1 119 219), ლიეტუვა – 56% (675 510), აშშ – 26% (700 696), გერმანია – 23% (553 852), დიდი ბრიტანეთი – 73% (435 264).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 132% (235 888 ბოთლი), შვედეთი – 65% (69 280), ჩეხეთი – 646% (112 236), საფრანგეთი – 31% (50 416), ყაზახეთი – 37% (2 552 200), ისრაელი – 52% (304 827), აზერბაიჯანი – 21% (158 411), თურქეთი – 156% (77 226), უკრაინა – 16% (7 366 327), რუსეთი – 17% (39 474 016), მონღოლეთი – 316% (306 690), ბელარუსი – 13% (2 062 327) და ა.შ“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]