ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. მასზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.
ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები „მეთევზე წითელ პერანგში“ და „კალო“. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.