weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოში მეფრინველეობის ახალი საწარმო გაიხსნა

11:44 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო შპს „ნინოწმინდა 1“ გაიხსნა. მეფრინველეობის ფერმაში 40 000 ფრთა ქათამია და ყოველდღიურად 24 000 კვერცხის წარმოება ხდება. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]